საქართველოს კალათბურთის ნაკრების მორიგი დანაკარგი: სანიკიძეც წავიდა

© Sputnik / Levan Avlabreliვიქტორ სანიკიძე
ვიქტორ სანიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექტემბერში საქართველოს კალათბურთის ნაკრები ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ დატოვეს.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს კალათბურთის ნაკრებში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემ ცხოვრებაში… ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე… ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემ ბიჭებს, ჩემ ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და, რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია. მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში!" — დაწერა ვიქტორ სანიკიძემ.

© photo: Sputnik / STRINGERვიქტორ სანიკიძე
Баскетболист Виктор Саникидзе - Sputnik საქართველო
ვიქტორ სანიკიძე

სანიკიძემ ასევე დასძინა, რომ კალათბურთი ყოველთვის იყო, არის და დარჩება მისი ცხოვრების შეუცვლელ ნაწილად. კალათბურთელმა ცალკე გამოყო გულშემატკივარი:

"მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი. დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუქომაგებ ჩვენს ნაკრებს, როგორც ამას წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის", — დაწერა სანიკიძემ.

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია: მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!

თავისი მიმართვის დასასრულ სანიკიძემ ქართველი კალათბურთელების მომავალ თაობას წარმატებები უსურვა.

31 წლის სანიკიძემ გასული წლის ოქტომბერში სერიოზული ტრავმა მიიღო. მას ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს, მაგრამ აღდგენას მოსალოდნელზე დიდი დრო დასჭირდა და მან ევრობასკეტ-2017-ში ნაკრების დახმარება ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თავდამსხმელმა მონაწილეობა მიიღო ევროპის სამ ჩემპიონატში (2011, 2013 და 2015) და ქულებისა და მოხსნების რაოდენობით ყოველთვის ლიდერობდა.

საინიძემდე ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

ყველა ახალი ამბავი
0