შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ,,მაკაროვის" კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ორი მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრავმატული პისტოლეტი - Sputnik საქართველო
თბილისში იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის" კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ორი მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0