თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტოს თანამშრომლებმა თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული დოდაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, "GOLD-STAR-2002"-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი და ერთი მჭიდი ამოიღეს.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.