თბილისი, 8 თებერვალი– Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.ლ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა „მაკაროვის“ და „ნაგანის“ სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.