რუსი ტურისტის ძარცვა თბილისში: ბრალდებულები დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეს თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დაესხნენ თავს.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისში რუსეთის მოქალაქის ანდრეი ხაირულინის ძარცვის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საპარტულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
რუსი ტურისტის ძარცვა: გამოძიება გრძელდება

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 7 სექტემბერს რუსეთის მოქალაქეს ყაჩაღურად დაესხნენ თავს, ხოლო შემდეგ დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულები თბილისში დააკავა და ამოიღო 3,5 ათასი აშშ დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი.

ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 178-ე მუხლით „ძარცვა".

მანამდე სოციალურ ქსელებში მომხდარის რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთი ვერსიით, ხაირულინი რუსეთიდან უბრალო ტურისტი არ ყოფილა, არამედ ის უკვე რამდენიმე თვე იმყოფებოდა საქართველოში და სათამაშო ბიზნესით იყო დაკავებული.

ყველა ახალი ამბავი
0