რუსი ტურისტის ძარცვა: გამოძიება გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპარტულო პოლიციის მანქანა
საპარტულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქესა და მის მეუღლეს თბილისში ნაქირავები სახლის სადარბაზოში თავს დაესხნენ

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქე ანდრეი ხაირულინი, რომელსაც ალექსიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში თავს დაესხნენ და გაძარცვეს, პოლიციაში უკვე გამოიკითხა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ხაირულინს ოთხშაბათს დილით სამი უცნობი პირი თავს დაესხა. მას ახალგაზრდა ქალი ახლდა, რომელიც მომხდარის თვითმხილველი გახდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასაც თავს დაესხნენ, თუმცა შსს-ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ხაირულინმა თავის ტრავმა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.

„მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერაფერს გეტყვით", — განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მომხდარის სხვადასხვა ვერსები, რომელთა თანახმად ხაირულინი არ იყო უბრალო ტურისტი, არამედ ის საქართველოში რამდენიმე თვე იმყოფებოდა და სათამაშო ბიზნესით იყო დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ის ინტერნეტში აქვეყნებდა ვიდეორგოლებს, თითქოსდა იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც დიდი ფულადი თანხები მოიგეს.

„სავარაუდოდ, მან რუსეთში ან უკვე საქართველოში ვიღაცა გადააგდო და კრიმინალებმა მას ჭკუა ასწავლეს. ე.ი. ეს არ იყო თავდასხმა რუსეთის მოქალაქეზე იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქეა. ეს იყო რაღაცის გამო შურისძიება", — წერს მომხმარებელი Irakly Jip სოციალური ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0