თბილისში რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეს სადარბაზოში სამი ადამიანი დაესხა თავს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ და გაძარცვეს, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კონტრაბანდულად შემოტანილი ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო
რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები ოქროს სამკაულების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სადარბაზოში სამი ადამიანი დაესხა თავს.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ.

როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0