რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები ოქროს სამკაულების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს

© photo: Investigation Service of Ministry of Finance of Georgia / FBკონტრაბანდულად შემოტანილი ოქროს სამკაულები
კონტრაბანდულად შემოტანილი ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდის ორი ფაქტი აღკვეთეს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად რუსეთის მოქალაქემ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 29 989 ლარს შეადგენს.

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ კი საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად ქვეყანაში შემოიტანა 52 351,55 ლარზე მეტი ღირებულების ოქროს საიუველირო ნაწარმი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში 771 გრამი ოქროს ნაკეთობებია ამოღებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0