თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო თევდორაძის ნამუშევრების გამოფენა თბილისურ გამოფენა Sfumato-ში 17 სექტემბერს გაიხსნება.
ექსპოზიციაზე სახელწოდებით „ფიქრი ნაფერები“ ფერმწერის სხვადასხვა წლების ტილოები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა თევდორაძის 60 წლის იუბილეს ეძღვნება.
ექსპოზიციის დათვალიერება შესაძლებელია 27 სექტემბრის ჩათვლით. დასწრება თავისუფალია, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლადო თევდორაძე დაიბადა 1957 წლის 16 სექტემბერს თბილისში. 1979 წელს თოიძის სახელობის ხელოვნებათა აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1985 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1977 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში, რომლებიც საქართველოოში და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება.
ლადო თევდორაძე — ერთ-ერთი ცოტა მიამიტი, თუმცა ყველაზე სიმართლის მთქმელი მხატვარია, რომელიც ცხოვრების რეალობას ასახავს. მისი ნამუშევრები პირველივე შეხედვიდან იპყრობს მნახველს: ისინი სავსეა სახლის სიმყუდროვით, უბრალო ხიბლით, ღიმილით, ირონიით, ნოსტალგიით.
ლადო თევდორაძის ტილოებზე სამოთხე კი არა, ნამდვილი, შეულამაზებელი ცხოვრება ჩქეფს. მათში სიმძიმის ნატამალიც არ არის, მხოლოდ ყოფის სიმსუბუქეა. ამაშია ქართველი მხატვრის უნიკალურობა.