ცოლზე თავდასხმაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში ჩატარდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს დანით თავს დაესხა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვედრზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქმე ეხება ჭავჭავაძის გამზირზე „პიქსელის“ შენობაში 6 სექტემბერს მომხდარ მოვლენებს. მამაკაცმა ქალს ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში დანით მიაყენა. პროკურატურის მონაცემებით, ეს დანაშაული მისმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.

მამაკაცი დანით - Sputnik საქართველო
ვაკეში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა

დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ქალის გადარჩენა მოხერხდა. გადარჩა მისი მეუღლეც, რომელმაც მომხდარის შემდეგ ყელი გამოიჭრა. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასამართლო სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა.  აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ნოემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0