თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ვაკეში პიქსელის შენობასთან მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცოლ-ქმარი არიან. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ქალი დაჭრა, შემდეგ კი ყელი გამოიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილლი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.