„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაიკოვსკის, ჩიტაძის, ბერიძის და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, ვირსალაძის, ჭანტურიას, ალექსი მესხიშვილის, ბროსეს, სანაპიროს და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ქიზიყის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ჟღენტის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორიის, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამხედრო ქალაქის, რიჩარდ ჰოლბრუკის, საექიმოს, ნავთლუღის, წერნაკის, პატარძლეულის, დოლაბაურის, კაჭარავას, ფორაქიშვილის, დოდაშვილის, აბუსერიძე-ტბელის, ბერი გაბრიელ

სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, სამგორის, ნადარეიშვილის, მეველეს, ლერწმის, მამუკინის, სახალხოს, ხევის, ჩარხის და მანავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევდოშვილის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის და ტაბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩისმაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0