თბილისში უზბეკი მხატვარ-კერამიკოსის გამოფენა გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გორგასლის ძეგლი
ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში უზბეკი მხატვარ-კერამიკოსის ახალი ნამუშევრები და საქართველოში ყოფნის პერიოდში შექმნილი ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 13 სექტემბერს გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ანარეკლები — საქართველო, აბდულვაჰიდ ბუხორის კერამიკა".

აბდულვაჰიდ კარიმოვი, რომელიც აბდულვაჰიდ ბუხორის ფსევდონიმითაა ცნობილი, 40 წლის უზბეკი მხატვარ-კერამიკოსია. იგი წარმოშობით ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ბუხარიდან, უზბეკეთის რესპუბლიკის საოლქო ცენტრიდანაა. ოსტატის შთაგონება – ტრადიციული უზბეკური კერამიკა, ასევე შუა საუკუნეების ისლამური კულტურა და თანამედროვე ფორმებია. 

ბათუმში ირაკლი ზენკოს მიერ XX საუკუნის შუა პერიოდის საქართველოში გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა - Sputnik საქართველო
ისტორიული ფოტოგამოფენა ბათუმში: საქართველო XX საუკუნეში

თბილისში წარმოდგენილი იქნება აბდულვაჰიდის ახალი ნამუშევრები და მისი საქართველოში ყოფნის დროს შექმნილი ნიმუშები. მან საქართველოში რამდენიმე თვე გაატარა და ამ დროის განმავლობაში ქართული ხალხური კერამიკის სტილში ახალი ექსპონატები შექმნა, აღნიშნავენ მუზეუმში.

გამოფენის სტუმრები დაათვალიერებენ კარიმოვის როგორც კერამიკულ ნამუშევრებს, ისე ფოტოკოლაჟს, ასევე ნახავენ უზბეკი კერამიკოსის შემოქმედებისადმი მიძღვნილ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს.

გარდა ამისა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქივიდან პირველად გამოიფინება ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის უნიკალური მასალები.

გამოფენა „ანარეკლები — საქართველო, აბდულვაჰიდ ბუხორის კერამიკა" 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0