„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა თავი მოიკლა

გამოწერა
თბილისში სამშაბათს ორი სხვადასხვა ბანკის გაძარცვის მცდელობის ფაქტი მოხდა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა, თუმცა მან ბანკის გაძარცვა ვერ მოახერხა და თავი მოიკლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.

„განგაშის ზარის ამოქმედების შემდეგ პოლიცია შემთხვევის ადგილზე წუთნახევარში მივიდა. როდესაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელს დამორჩილებისკენ მოუწოდეს, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

რამდენიმე საათით ადრე კი ასევე წერეთლის გამზირზე „TBC ბანკის“ ფილიალის გაძარცვის მცდელობის ფაქტი მოხდა. თავდამსხმელმა ბანკის გაძარცვა ვერ შეძლო, თუმცა მიმალვა მოახერხა.

ყველა ახალი ამბავი
0