კიკალეიშვილი: ინტერიერში უმთავრესი ადგილი სწორად შერჩეულ განათებას და ფერს უკავია
„ინტერიერში განათებას და ფერს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მთავარია სივრცეში სწორად გადანაწილდეს განათება. ამით შეგვიძლია ვიზუალური ეფექტები შევცვალოთ, გავზარდოთ სივრცე, უფრო ინტიმური გავხადოთ გარემო“, — ამბობს თამარ კიკალეიშვილი.
დიზაინერის განცხადებით, თუ ინტერიერში სამ კომპონენტს – სტილს, ფერებს და განათებას სწორად განვსაზღვრავთ, საუკეთესო შედეგს მივიღებთ.