„ირმასა" და „ჰარვისგან" მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 290 მილიარდ დოლარს მიაღწიოს

© AP Photo / Wilfredo Leeქარიშხალი "ირმა" მაიამიში
ქარიშხალი ირმა მაიამიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია AccuWeather-ის პრეზიდენტმა ჯოელ მაიერსმა ქარიშხალ "ირმას" მისი სიმძლავრის გამო უნიკალური უწოდა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ქარიშხლების „ირმასა" და „ჰარვის" მიერ აშშ-ის ეკონომიკისთვის მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 290 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს, აცხადებს საკონსულტაციო მეტეოროლოგიური კომპანია AccuWeather-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჯოელ მაიერსი.

მისი თქმით, ერთსა და იმავე წელს მეოთხე და უფრო მაღალი კატეგორიის ორი ქარიშხალი შეერთებულ შტატებს ისტორიაში პირველად დაატყდა თავს.

„ეს თავისთავად გასაკვირია… ასევე უპრეცედენტოა ის, რომ ეს ქარიშხალი „ირმა" ინტენსივობას მსოფლიოს ნებისმიერ ოკეანეში ნებისმიერ სხვა გრიგალსა და ტაიფუნზე დიდხანს ინარჩუნებს", — განაცხადა მაიერსმა, აღნიშნულია AccuWeather-ის ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0