"ირმა" ტროპიკულ დეპრესიაშია

© AP Photo / David Goldman"ირმას" შედეგები
ირმას შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შტორმი "ირმა" 24 კმ/სთ სიჩქარით აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთისკენ მიიწევს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. "ირმა" ქარიშხლიდან შტორმად გადაიქცა და ტროპიკული დეპრესიის დონემდე შესუსტდა, იუწყება აშშ-ის ეროვნული ცენტრი ქარიშხლების შესახებ გაფრთხილების საკითხებში (NHC).

"ირმა“ ტროპიკული დეპრესიის დონემდე შესუსტდა. ძლიერი წვიმა გრძელდება აშშ-ის სამხრეთ–აღმოსავლეთში", — იუწყება NHC.

ახლა ის ჩრდილო-დასავლეთისკენ 24 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

 

ქარიშხალი "ირმა" ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს კვირა საღამოს დაატყდა თავს. სტიქია ასევე შეეხო მეზობელ შტატებს — ალაბამას, ჯორჯიას, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას. მანამდე ქარიშხალმა კატასტროფული შედეგები გამოიწვია კარიბის აუზის ქვეყნებში, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0