გვიდიანი: უცხოური ინვესტიციების შემცირებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ

გამოწერა
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, 2016 წლის აპრილი-ივნისის მონაცემებთან შედარებით, 2017 წლის მეორე კვარტალში 14,3%-ით შემცირდა და 346,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. 2017 წლის მეორე კვარტალში სქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, საქართველოში ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, 2016 წლის აპრილი-ივნისის მონაცემებთან შედარებით, 2017 წლის მეორე კვარტალში 14,3%-ით შემცირდა და 346,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის 3,7%-ით გაზრდილი ინვესტიციები

„ზოგადად, ინვესტიციების შემოდინების ტენდენციის შეფასება წლიურ ჭრილში უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება მეორე კვარტლის მონაცემებს, რომელიც გამოქვეყნდა, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ და არ ვთვლი, რომ რაიმე სისტემური პრობლემაა", — აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

ექსპერტის განმარტებით, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ინვესტიციების შემოდინება ერთ კვარტალში შემცირებულა, მაგრამ შემდეგ კვარტლებში მომატებულა.

„ძალიან ბევრ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს საკმაოდ გაუმჯობესებული აქვს თავისი პოზიციები, რაც ინვესტიციების შემოდინებაზე და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახება. აქედან გამომდინარე, მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობის შემცირება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის მაუწყებელი, რომელზეც განგაში უნდა ატყდეს", — განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

აპრილიდან ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან, ხოლო დარგებს შორის ლიდერობენ ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები.

ყველა ახალი ამბავი
0