თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საკურორტო ქალაქ ბათუმში თბილი და სასიამოვნო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხუთშაბათს, 14 სექტემბერს, ბათუმში ძირითადად მზიანი ამინდი იქნება. დღისით დროდადრო მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, თუმცა, უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
მზე 06:52 საათზე ამოვა და 19:25 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით + 19 გრადუსი იქნება, დღისით კი 26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!