თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. პოპულარული ვოკალური ტელეშოუ The Voice of Poland-ის მერვე სეზონის ჟიურის წევრები ქართველმა დავით ადამაშვილმა (Dave Adamashvili) აღაფრთოვანა.
ადამაშვილმა ბრმა კასტინგზე ბრიტანული როკ-ჯგუფი Rolling Stones-ის სიმღერა Angie აკუსტიკური გიტარის თანხმებით შეასრულა და ჟიური ნაზი და ხავერდოვანი ხმით მოხიბლა.
სიმღერის დაწყების პირველივე წუთებიდან მას ჟიურის ორი წევრი შემოუბრუნდა, ხოლო ფინალში — კიდევ ერთი წევრი.
23 წლის დავით ადამაშვილი წარმოშობით ბოლნისიდანაა. ის ქანთრის მომღერალ შოთა ადამაშვილის ძმაა. შემსრულებელი ქართველმა საზოგადოებამ 2014 წელს გაიცნო მუსიკალურ პროექტში The X Factor Georgia.
ადამაშვილის მუსიკალური სტილი ერთმანეთში აერთიანებს ფოლკს, ბლუზს, როკს, ჯაზს და პოპ-მუსიკას.
2017 წლის თებერვალში ადამაშვილი ვარშავის ტელეარხ TVN-ის დილის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც შეასრულა სიმღერა Far from home.