ვიცე-პრემიერი საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკას ჯიჰად აზურთან განიხილავს

© Sputnik / Alexander Imedashviliტრიბუნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში
ტრიბუნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას განიხილავს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასა და მიმდინარე რეფორმებს განიხილავს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში ესწრებიან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

"შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამის, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების, მათი განხორციელების პროცესისა და ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ", — აღნიშნულია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა შეათანხმეს - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ახალი პროგრამა შეათანხმა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა მორიგი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 285 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც ქვეყანამ 40,7 მილიონი დოლარი უკვე მიიღო.

შემდეგი ტრანშების გამოყოფა დამოკიდებული იქნება ექვს თვეში ერთხელ პროგრამის შესრულების მიმოხილვის დამტკიცებაზე.

სსფ-ის წინა სამწლიანი პროგრამა საქართველოში 2014 წლის ივლისში დამტკიცდა და საკრედიტო ხაზის სახით (Stand by Arrangement) 154 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.

ყველა ახალი ამბავი
0