თბილისის მეტროში დაკვამლიანებაა: დაკეტილია მეორე ხაზი

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტრო "დელისი"
მეტრო დელისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ ხაზზე ძაბვის ვარდნის გამო მგზავრების მომსახურება დროებით შეჩერებულია, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში. 

თბილისის მეტროს განახლებული ვაგონი - Sputnik საქართველო
სპეციალისტებმა თბილისის მეტროს მოდერნიზაციის შესაძლებლობები შეაფასეს

მასმედიის ინფორმაციით, სადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“  ძლიერი დაკვამლიანებაა. 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს, რაც გამოწვეულია ძაბვის ვარდნასთან დაკავშირებული ხარვეზით", — აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილზე გასულია შესაბამისი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნული შეფერხების გამომწვევ მიზეზს და იმუშავებს მის აღმოფხვრაზე.

ამასთან, მეტროპოლიტენის პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურეობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

ამჟამად თბილისში მეტროს 22 სადგური ფუნქციონირებს, რომელიც ორ ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0