საქართველო-თურქეთის საზღვარზე ავსტრიის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

© AP Photo / Peter Dejongდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დაკავებულს, ინტერპოლის ინფორმაციის საფუძველზე, ავსტრიაში გაამგზავრებენ.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან ძებნილი პირი, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, საქართველო-თურქეთის საზღვარზე — სარფის საბაჟოზე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

INTERPOL-ის ლოგოტიპი შენობის ფასადზე - Sputnik საქართველო
ინტერპოლით ძებნილი საქართველოში შემოსვლას აზერბაიჯანიდან ცდილობდა

1963 წელს დაბადებულ დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83-ე, 99-ე, 105-ე, 107-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ყველა ახალი ამბავი
0