თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ინტერპოლის თბილისის ბიუროს თანამშრომლებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდზე" პრაღის ბიუროს მიერ ძებნილი 50 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოსვლას ცდილობდა. ჩეხეთში მას მკვლელობა ედება ბრალად.
ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.