საქართველოში ინვესტიციები შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უმსხვილესი ინვესტორები 2017 წლის დასაწყისიდან არიან აზერბაიჯანი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ინვესტიციების მოცულობა საქართველოში, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2016 წლის აპრილი-ივნისის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, 14,3%-ით შემცირდა და 346,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აპრილიდან ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან, ხოლო დარგებს შორის ლიდერობს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა და სასტუმროები და რესტორნები, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.

ასევე შემცირდა პირველი ნახევარი წლის მაჩვენებელი — საქართველოში პირველ და მეორე კვარტალში ერთად ინვესტირებული იყო 751 მლნ აშშ დოლარი, რაც 2016 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებზე 5,5%-ით ნაკლებია.

ტრიბუნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო
ვიცე-პრემიერი საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკას ჯიჰად აზურთან განიხილავს

პირველი ნახევარი წლის უმსხვილესი ინვესტორები გახდნენ აზერბაიჯანი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, მშენებლობისა და უძრავი ქონების სფეროებში.

საზღვარგარეთული ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკურ, საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოს რეფორმებს ატარებს. მთავრობაში არაერთხელ განაცხადეს, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას და ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.

2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა ეკონომიკური დიპლომატია, რომელიც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული.

ექსპერტული მოსაზრება

ინვესტიციების ნელი ზრდა ქვეყანაში არსებული ზოგადი ვითარებით არის განპირობებული, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.

"პირველ რიგში, ინვესტიციების დათვლა უნდა მოხდეს არა კვარტალურად, არამედ წლიურად. ეს მიდგომა, როდესაც კვარტალს გასული წლის კვარტალს ადარებენ, ინვესტიციების თვალსაზრისით არცთუ გამართლებულია, რადგან ზუსტი გათვლები შეუძლებელია", — განაცხადა ღაღანიძემ.

მისი თქმით, ინვესტიციები — ეს გარკვეული პროექტებია, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა სფეროში, ამიტომ არ ღირს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ შეინიშნება რაღაც შემცირება გასული წლის გარკვეულ კვარტალთან ან ნახევარ წელიწადთან შედარებით.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო სიმონიშვილი უცხოურ ინვესტიციებში კარგს ვერაფერს ხედავს, რაც საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას სრულებით ეწინააღმდეგება.

თბილისი - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის 3,7%-ით გაზრდილი ინვესტიციები

მისი თქმით, როდესაც ვინმე სხვა ქვეყანაში ინვესტირებას გეგმავს, გეგმავს მოგებასაც, რომელსაც ის თავისთვის წაიღებს. "ჯერ კიდევ კარლ მარქსი ამბობდა, რომ კაპიტალის ექსპორტს საქონლის ექსპორტთან უპირატესობა აქვს. ეს გულისხმობს ფულის გაზრდას იმ ქვეყანაში, რომელშიც ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი ქვეყნისთვის", — განუცხადა სიმონიშვილმა "Sputnik-საქართველოს".

"თუ ავიღებთ ინვესტორებს, რომლებმაც ინვესტიციები ჩვენ ქვეყანაში 10-15 წლის წინ განახორციელეს, და შევისწავლით, რამდენი ჩადეს ჩვენ ეკონომიკაში და რამდენი ამოიღეს, ძალზე საშინელ ციფრებს მივიღებთ, რადგან ეს 10-15-20-ჯერ მეტია იმაზე, რაც მათ თავდაპირველად ჩადეს", — აღნიშნა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, შეიძლება გაჩნდეს ასევე ძალზე ლოგიკური კითხვა, რატომ ეძებს ინვესტიციებს ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც შეერთებული შტატებია. მაგრამ საქმე ისაა, რომ აშშ დიდი ქვეყანაა დიდი შესაძლებლობებით სულ უფრო მეტი თანხის ინვესტირებისთვის. საქართველოში კი სხვა სიტუაციაა.

"ასე რომ, თითოეული მსხვილი ინვესტორი რჩება უცხოელ პირად და, უბრალოდ, მოგება გააქვს ამ ქვეყნიდან. ამგვარად, უცხოურ ინვესტიციებში კარგი არაფერია, და პოლიტიკოსებმა ეს უნდა გააცნობიერონ", — განაცხადა სიმონიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0