ნანუაშვილი: შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმი უნდა შეიქმნას
„აუცილებლობად რჩება – დროულად შეიქმნას შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელი ეფექტიანი მექანიზმი, რომელსაც ექნება დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმების, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა", — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. მხოლოდ 2016 წელს დაიღუპა 58 ადამიანი და დაშავდა 84.