გამოცხადდა კონკურსი საბავშვო ევროვიზიისთვის სიმღერის შექმნაზე

© photo: Sputnik / Sergei Starostenko / გადასვლა მედიაბანკშისაბავშვო ევროვიზია
საბავშვო ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიმღერის დაწერა ყველა მსურველს შეუძლია გრიგოლ ყიფშიძისთვის, რომელიც საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს წარადგენს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გამოაცხადა კონკურსი სიმღერის საბავშვო კონკურს ევროვიზიაზე (Junior Eurovision Song Contest 2017) ქართველი შემსრულებლისთვის სიმღერის შესაქმნელად.

"საბავშვო ევროვიზიის" რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსის წლევანდელი სლოგანია "ანათე!" (Shine Bright). საქართველოს კონკურსზე 12 წლის გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ავტორებმა და კომპოზიტორებმა ელექტრონულ მისამართზე junioreurovision@gpb.ge უნდა გაგზავნონ სპეციალურად ევროვიზიისთვის შექმნილი სიმღერა, ასევე ავტობიოგრაფია.

სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ წუთს, ტექსტი ქართულ ენაზე უნდა იყოს.

განაცხადები მიიღება 12-25 სექტემბერს. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე ან დარეკეთ ნომერზე 0322409110.

გრიგოლ ყიფშიძე - Sputnik საქართველო
"საბავშვო ევროვიზია 2017"-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით "მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა მოიპოვა.

ამ ეტაპზე 2017 წლის კონკურსში მონაწილეობა დაადასტურეს საქართველომ, რუსეთმა, უკრაინამ, ავსტრალიამ, ალბანეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ირლანდიამ, კვიპროსმა, მალტამ, მაკედონიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, სერბეთმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა.

საბავშვო ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზის გამო განაცხადეს ავსტრიამ, ბელგიამ, უნგრეთმა, ისლანდიამ, ესპანეთმა, ლატვიამ, სლოვენიამ, სლოვაკიამ, ფინეთმა, შვეიცარიამ, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ესტონეთმა. თავისი მონაწილეობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ ისრაელს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და ხორვატიას.

ყველა ახალი ამბავი
0