საყვარელიძე: უკრაინას შესწევს ძალა პირი თავის საზღვარზე არ გაატაროს

© Photo: Courtesy of T. Chochuaპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენეის მიზანი სააკაშვილის საჭიროებისათის ხმაურის ატეხა იყო

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე  მომხდარი შეხლა-შემოხლის ძირითადი მიზანი ხმაური იყო, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. 

„ვვარაუდობ, რომ აქ ძირითადი მიზანი ხმაური იყო, რომელიც პრონციპში, სააკაშვილისთვის როგორც პოლიტიკოსისთვის საჭიროა. რაც შეეხება ტექსტს, რომელიც ამ ხმაურს ახლავს, კერძოდ იმას, რომ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს გადალახავს და სასამართლომდე მიაღწევს,  ამის პერსპექტივა ფიზიკურად  არ ჩანს“- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik –საქართველოსთან “ საუბრისას. 

მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს პოლიციამ ალყა შემოარტყა - Sputnik საქართველო
სააკაშვილის მოლოდინში: უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შეხლა-შემოხლა მოხდა

პოლიტოლოგის აზრით თუ უკრაინამ გადაწყვიტა, რომ პირი თავის საზღვარზე არ გაატაროს, მას ამის ძალა შესწევს. 

„უკრაინის  საზღვარზე  ძალისმიერო მოქმედებები საქართველოს ექს-პრეზიდენტის მხრიდან გამოიწვევდა იმას, რასაც სააკაშვილი პროვოკაციას უწოდებს და რასაც როგორც თვითონ ამბობს გაერიდა იმით, რომ მატარებელში ჩაჯდა. მატაებელი რას ცვლის?  იქაც მოწმდება არის თუ არა დოკუმენტი“ — აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ

რაც შეეხება, მოქალაქეობის საკითხს პოლიტოლოგის აზრით, უკვე  დიდი ხანია ჩანს სააკაშვილის მხრიდან მოქალაქეობის რომელი ვარიანტი ურჩევნია. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0