ჯეჯელავამ სკოლებში კვების ახალი წესების შესახებ ისაუბრა

© Sputnik / Alexander Imedashviliალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა „მართვისა და ლიდერობის კონფერენციაში" მონაწილეობდა

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან, 15 სექტემბრიდან სასკოლო ბუფეტებში შაქრისა ან მარილის მაღალი შემცველობის პროდუქტები აღარ გაიყიდება, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2" (Rustavi2) განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავაზე დაყრდნობით.

განათლების სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სკოლების სასარგებლო პროდუქტებით მომარაგების კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო. სკოლის ბუფეტებში აღარ გაიყიდება ჩიპსები, ე.წ. სუხარიკები, შოკოლადი, კანფეტები და გაზიანი სასმელები. მანამდე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს კვირაში ერთხელ ვაშლი დაურიგდებათ.

ალექსანდრე ჯეჯელავა ცარცით ხატვის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა: ბავშვების ყურადღება სასუსნავებიდან ჯანსაღ საკვებზე უნდა გადავიტანოთ

შაბათს მინისტრმა მონაწილეობა მიიღო "მართვისა და ლიდერობის კონფერენციაში", რომელსაც ესწრებოდა 200 საჯარო სკოლის დირექტორი, განათლების სფეროს 50 სპეციალისტი, სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება 9-10 სექტემბერს ტარდება.

ენდოკრინოლოგმა თამარ ზერეკიძემ მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას, სასკოლო ბუფეტებში მავნე პროდუქტების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ინიციატივას მან მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

მანამდე მოსწავლეები ბუფეტებში ჭამდნენ პროდუქტებს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მავნებელი პროდუქტების ათეულში შედის, მაშინ როდესაც მათ მზარდ ორგანიზმს სჭირდება ხორცისა და რძის ნაწარნი, ბურღული, ბოსტნეული და ხილი, განუცხადა ექიმმა „Sputnik-საქართველოს".

ყველა ახალი ამბავი
0