თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციის მიღება ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტურ ენაზე შეუძლიათ, იუწყება ცესკო თავის ვებგვერდზე.
სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, ამის შემდეგ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირები ვიდეო ზარის საშუალებით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორებისგან მიღებას შეძლებენ. მათ, ასევე საშუალება ექნებათ გადაამოწმონ პირადი მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ახალი სერვისი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.