ცესკომ არჩევნებისთვის პირველი ბლოკები დაარეგისტრირა

გამოწერა
მომავალი არჩევნებისთვის რეგისტრაცია ორმა ბლოკმა გაიარა - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ და „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის შესახებ 5 განაცხადი მიიღო, საიდანაც ორი უკვე დაკმაყოფილებულია.

ბლოკების რეგისტრაციისთვის განაცხადების მიღება პარასკევს დასრულდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ცესკოს პრესსპიკერ ანა მიქელაძეზე დაყრდნობით.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ცესკომ თბილისის მერის პოსტზე ელისაშვილის კანდიდატურა დაარეგისტრირა

უკვე რეგისტრირებულია საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველო" და საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე — ერთობა ახალი საქართველო".

რეგიისტრაციის პროცესშია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განაცხადი, რომელიც საარჩევნო ბლოკს ქმნის შოთა მალაშხიას "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან" და ბაჩუკი ქარდავას "ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან".

ასევე რეგისტრაციის პროცესშია საარჩევნო ბლოკი — "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა — დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველოს" განაცხადი და საარჩევნო ბლოკი სახელწოდებით "სახალხო — ხალხის ერთსულოვნება".

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0