ცესკომ თბილისის მერის პოსტზე ელისაშვილის კანდიდატურა დაარეგისტრირა

© FB / Alexander Elisashviliალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ქალაქის მერობის ოფიციალური კანდიდატი გახდა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა, აღნიშნულია ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ რჩეულები ადგილობრივ არჩევნებში - ვინ არიან ისინი

ელისაშვილმა გასულ კვირაში ცესკოს 19,5 ათასზე მეტი მომხრის ხელმოწერა წარუდგინა — ხუთ დღეში საჭიროზე ორჯერ მეტი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. ხელმოწერების ცესკოში წარდგენის ვადა 1 სექტემბერს ამოიწურა.

ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. კანონმდებლობის შესაბამისად, მისი კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა.

ელისაშვილთან ერთად ცესკოში რეგისტრაცია გაიარა ლაშა სტურუამ, რომელიც პარტია "პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ" წარადგინა.

მერობის კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30 დღისა.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

მერის პოსტისთვის ბრძოლას აპირებენ ასევე კახა კალაძე ("ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო"), ზაალ უდუმაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის"), თენგო შერგელაშვილი ("შენების მოძრაობა"), ირმა ინაშვილი ("საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"), კახა კუკავა ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო", "თავისუფალი საქართველო"), გიორგი ვაშაძე — ("ახალი საქართველო").

ყველა ახალი ამბავი
0