ZARA, MANGO და MASSIMO DUTTI გურიაში

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოზურგეთში „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, ახალი საწარმო გაიხსნება

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც „ზარას", „მანგოს", „მასიმო დუტისა" და სხვა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების შემოსვლას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წარდგენისას.

„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშნების შემოსვლას ითვალისწინებს. ეს არის: „ზარა“, „მანგო“, „მასიმო დუტი“ და სხვა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები. საწარმოში დასაქმდება 300-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები", — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ვაპირებთ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას

მისი თქმით, ჩოხატაურსა და ოზურგეთში, გაიხსნა 7 ახალი საწარმო, გაფართოვდა ხილის გადამამუშავებელი 2 საწარმო და გადაიარაღდა 10 არსებული საწარმო, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა 180-მდე პროექტი, რომლითაც 300-მდე მეწარმემ ისარგებლა.

პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც იქნება ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტის გზა.

„ეს გზა უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად დატვირთული, საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას", —განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების მშენებლობა, რომლლის საშუალებით სატრანსპორტო ნაკადი ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს როგორც ფოთის გავლით, ისე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0