სექტემბერში თბილისში Kadebostany და Akua Naru იმღერებენ

გამოწერა
ევროპელ მუსიკოსებთან ერთად Lisi Wonderland-ის სცენაზე ქართველი მუსიკოსებიც იმღერებენ

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. შვეიცარიული ჯგუფი Kadebostany და მომღერალი გერმანიიდან Akua Naru თბილისში 22 სექტემბერს იმღერებენ.

მუსიკოსების კონცერტი Lisi Wonderland-ში ჩატარდება (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ახალ იპოდრომთან). კონცერტის ორგანიზატორი და ინციატორია კომპანია AlterVision Group-ი.

ჯგუფ Mumiy Troll-ის ლიდერი ილია ლაგუტენკო - Sputnik საქართველო
ჯგუფი Mumiy Troll-ი თბილისში კონცერტს გამართავს

Kadebostany და Akua Naru-ს გარდა, სცენაზე გამოვლენ ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები: Eko & Vinda Folio, Mokumoku, Killages, Gio Shengelia და Sevda.

კონცერტის დასწყისი — 19:00 საათზე. ბილეტების შეძენა შესაძლებელია ონ-ლაინ.

ჯგუფი Kadebostany 2008 წელს ჟენევაში დაარსდა. 2011 წელს ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი Songs From Kadebostany. ჯგუფის მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგენს პოპის, სოულისა და აღმოსავლეთევროპული ფოლკის მიქსს, ზოგჯერ მუსიკალური ორკესტრის თანხლებით. 2012 წელს ჯგუფს მომღერალი ამინა კადელი შეუერთდა, რომელმაც მათ მუსიკას რეპისა და ალტერნატიული როკის ხმოვანება შემატა.

სახელწოდება Kadebostany ნიშნავს "ევროპული სახელმწიფო კადებოსტანი". ჯგუფი თავს პოზიციონირებს როგორც მთლიანი სახელმწიფო, რომელიც თავისუფლებისა და შემოქმედებითი აღმშენებლობის პრინციპებს ეფუძნება. მათ ჰყავთ საკუთარი "პრეზიდენტი" კადებოსტანი და ეროვნული დივა ამინა, რომელიც ქვეყნის ხმას წარმოადგენს. 2016 წელს ამინა ვოკალისტმა და გიტარისტმა კრისტინამ შეცვალა, რომელიც კადებოსტანის აზრით, ქვეყნის მთავარ საგანძურს წარმოადგენს.

კოლექტივს განსაკუთრებული პოპულარობა ჰიტმა Castle In The Snow-მ მოუტანა.

Akua Naru (ნამდვილი სახელი LaTanya Olatunji) ჰიპ-ჰოპის ამერიკელი შემსრულებელი კიოლნიდან. მღერის "შეგნებულ როკს" (Conscious hip-hop), რომელიც საზოგადოების პრობლემურ საკითხებს ეხება.

Akua Naru ბავშვობიდან წერს ლექსებს, ცხოვრობდა აშშ-ში, აფრიკაში, აზიასა და ევროპაში. ჰიპ-ჰოპის გარდა, მის მუსიკაში აფრიკული და ჯაზის მოტივები ისმის.

 

ყველა ახალი ამბავი
0