თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლეგენდარული რუსული როკ-ჯგუფი Mumiy Troll-ი 5 ოქტომბერს თბილისში, სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს, იუწყება ვებ-გვერდი Biletebi.ge.
სავარაუდოდ, როკ-ჯგუფი თბილისში იმ ტურის ფარგლებში იმღერებს, რომელიც ალბომ „მორსკაიას" 20 წლისთავს ეძვნება. ამ ალბომმა Mumiy Troll-ს მთელ მსოფლიოში პოპულარობა მოუტანა.
ლეგენდარული ჯგუფი თბილისში მეორედ ჩამოვა. პირველად ჯგუფი საკონცერტო დარბაზ Adjara music hall-ში 2004 წელს წარდგა.
ჯგუფი Mumiy Troll-ი 1983 წელს ვლადივოსტოკში მისმა უცვლელმა ლიდერმა, ილია ლაგუტენკომ შექმნა. 2001 წელს „ევროვიზიის" კონკურსზე ჯგუფმა მე-12 ადგილი დაიკავა.
არსებობის პერიოდში ჯგუფმა 17 ალბომი გამოუშვა. ჯგუფის ბოლო ალბომი 2017 წელს გამოვიდა.