ხის უკანონოდ მოჭრის გამო კომპანია „დომუსი“ დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliხეების მოჭრის წინააღმდეგ გამართული აქცია
ხეების მოჭრის წინააღმდეგ გამართული აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ხის მოჭრის გადაწყვეტილება ძლიერი ქარის დროს ხის გადატეხვის საფრთხის გამო მიიღეს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თამარაშვილის 13 ნომერში კომპანია „დომუსის“ მიერ უნებართვოდ ხის მოჭრის ფაქტს დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია გამოეხმაურა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია დააჯარიმა.

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა კომპანია „დომუსის“ ტერიტორიაზე ერთი ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც ზედამხედველობის სამსახურიდან რეაგირება იყო დაუყოვნებლივი“, —  განაცხადა დავით ნარმანიამ.

ხის ჭრა - Sputnik საქართველო
სურამში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

როგორც კომპანიის მშენებლები აცხადებენ, ხის მოჭრის გადაწყვეტილება ძლიერი ქარის დროს ხის გადატეხვის საშიშროების გამო მიიღეს.

კომპანია „დომუსის“ დირექტორის განცხადებით,  მერიის შესაბამის სამსახურში ორი შეტყობინება გაგზავნეს, ამის მუხედავად მისამართზე არავინ მივიდა, ამიტომ ხის მოჭრა თავად მოუწიათ.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის N13-ში ვერხვის უკანონიდ მოჭრის ფაქტი 8 სექტემბერს დაფიქსირდა. შემთხვევის ადგილზე მოსახლოებამ ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტი გააპროტესტა. ტერიტორია მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმაც დაათვალიერა. მათი თქმით, რამდენიმე ხე განზრახ იყო დაზიანებული.

ყველა ახალი ამბავი
0