შვეიცარიაში მოკლული ვაჟა კაციაშვილი გურჯაანში გადაასვენეს

© AP Photo / Peter Dejongდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობაში ეჭვმიტანილი, კაციაშვილის ბავშვობის მეგობარი დაკავებულია

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. შვეიცარიაში მოკლული 35 წლის ვაჟა კაციაშვილის ცხედარი გურჯაანში გადაასვენეს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2" (Rusatvi2).

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

კაციაშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 1 სექტემბერს გავრცელდა. მას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ეს მოკლულის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი სოსო გურგენიშვილი აღმოჩნდა. ისინი შვეიცარიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდნენ და ლტოლვილებად ჩაბარდნენ.

„სოსოს ჩემი ძმის ვალი ჰქონდა. შესაძლოა, მან ვალის დაბრუნება სთხოვა და ყველაფერი ამის გამო მოხდა. ზოგი ამბობს, რომ ეს ტყეში მოხდა, მაგრამ, რამდენადაც ეს ჩემთვის ცნობილია, ეს საუბარი და თავად ფაქტი სახლში მოხდა, მაგრამ მანამდე სად და როგორ იყვნენ, არ ვიცი", — განუცხადა ჟურნალისტებს დაღუპულის ძმამ, ვანო კაციაშვილმა.

კაციაშვილი ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის საელჩოს აქტიური მონაწილეობით მოხდა.

მოკლულის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0