სიცოცხლის ფორიაქი ნახატებში, გურული ოპტიმიზმი და ხილვის შემდეგ შეცვლილი ცხოვრება

© FB / Tiko Jgentiთიკო ჟღენტის "შეკრება ფერთა"
თიკო ჟღენტის შეკრება ფერთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვანისთვის ბედნიერებაა, როცა შენს ნიჭს პირველ რიგში საკუთარი კუთხის ხალხი აღიარებს. ოზურგეთელი მხატვრის, თიკო ჟღენტის უჩვეულო ნახატები და სამკაულები პირველად სწორედ მის რაიონში იხილეს და შეაფასეს.

ხატავს კალმით, ფუნჯით და შხეფით, ხატავს რეალურად აღქმულ და რეალობის მიღმა დანახულ სამყაროსაც. ამას გარდა ქარგავს და ამზადებს საოცარ სამკაულებს. მისმა ნამუშევრებმა საგამოფენო დარბაზ “ექსპო ჯორჯიაშიც“ დაიმსახურა მოწონება. ერთი პერიოდი მუშაობდა დამდგმელ მხატვრად რაიონის კულტურის სახლში, სადაც საინტერესო ღონისძიებებსაც ატარებდა. მერე თოჯინების დამზადება დაიწყო და ოზურგეთში მარიონეტების თეატრი გახსნა. მხატვარს ოზურგეთში დავუკავშირდით.

© FB/ The Guria sideთიკო ჟღენტი
თიკო ჟღენტი - Sputnik საქართველო
თიკო ჟღენტი

- ქალბატონო თიკო, დავაკვირდი, რომ თქვენს ნახატებში ყველაფერი დინამიკაშია და მოძრაობს, აქ სტატიკური არაფერია. ქარიც კი „ვიგრძენი“ და გურულად რომ ვთქვათ, სიცოცხლის ფორიაქიც „დავინახე“…

— როგორ მიხარია, რომ ეს დაინახეთ. ხშირ შემთხვევაში იმის ახსნა მჭირდება ხოლმე, რომ ჩემი ნახატები მოძრაობს. ნატურმორტიც მაქვს, მაგრამ მათ ნატურიდან არ ვქმნი და ჩემი ნატურმორტებიც ხაზებში, ანუ მოძრაობაშია.

© FB / Tiko Jgentiთიკო ჟღენტის "არ იფიქრო რომ დაგივიწყე"
თიკო ჟღენტის არ იფიქრო რომ დაგივიწყე - Sputnik საქართველო
თიკო ჟღენტის "არ იფიქრო რომ დაგივიწყე"

- ასეთი ემოციური და ქარიზმატული ადამიანი ხართ?

— ზუსტად გამოიცანით, ასეთი ვარ… საერთოდ ვფიქრობ, ხელოვანმა მოძრაობაში უნდა გამოსახოს ნებისმიერი დეტალი, ასე ვთქვათ, გაშეშებულად გამოსახული საგნები მკვდარი მგონია და მკვდარი საგნების გამოსახვა კი არ მიყვარს. არ მომწონს როცა ნატურმორტებს და პორტრეტებს ერთნაირად, ისე გამოსახავენ როგორ ფოტო-გამოსახულებას. ჩემს ნახატებში სულს ვდებ, მინდა, რომ ისინი სუნთქავდნენ და ამ სუნთქვას მნახველიც გრძნობდეს. აბსტრაქტული ნამუშევრებიც მაქვს და იქაც კი ჩემი სტილია. როცა შარშან, ოზურგეთში პერსონალური გამოფენა მქონდა, ძალიან საინტერესო საზოგადოება შეიყარა. მათ აღნიშნეს, რომ გამორჩეული და განსხვავებული ხელწერა მაქვს. მე ვფიქრობ, რაც ვარ- ეს ვარ, არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ როცა მეუბნებიან, რომ განსხვავებული ვარ, ეს მსიამოვნებს. თუკი ხელოვანი ადამიანი განსხვავებულია, საინტერესოცაა. რა საჭიროა იმის განმეორება, რაც უკვე შექმნილია?…

© FB / Tiko Jgentiთიკო ჟღენტის ნამუშევარი
თიკო ჟღენტის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თიკო ჟღენტის ნამუშევარი

- ქალბატონო თიკო, თქვენს მოძრავ ნახატებში ზღაპრული თემატიკაა და ყველაფერი, გარკვეულად სიზმრისმიერია…

— მადლობთ, ამასაც ზუსტად მიხვდით, ასეა ნამდვილად. ცხოვრებაში საოცარი ხილვებიც მქონდა, ისეთი, დღემდე რომ ვერ ამომიხსნია. ჩემი ნახატები ერთმანეთს არც ჰგავს. პირველი გამოფენა როცა გავაკეთე ოზურგეთში, მაშინ ჩემს ნახატებში ბევრი რელიგიური თემა იყო. 90-იანი წლებში იყო ხალხი ასე არ დადიოდა ეკლესიებში. ერთხელ უჩვეულო გამოცხადებაც მქონდა, რაც არასოდეს დამავიწყდება. მინდა მოგიყვეთ ამის შესახებ: დეპრესიაში ვიყავი და სიზმარში ღმერთი გამომეცხადა, ანუ ეს ხილვა იყო… ეკლესიამდე ბილიკი მიიკლაკნებოდა, უკან განათებული მზე იყო და ყველაფერი ფერადი. შევედი ეკლესიაში და ღვთისმშობლის ხატთან დავიჩოქე. სახეზე ვიღაცის თბილი ხელები შემეხო, თავი რომ ავწიე ღმერთი დავინახე. მან ამაყენა, ეკლესიიდან გამომიყვანა და ბილიკზე დამაყენა. ეს იყო ულამაზესი ბილიკი, რომელსაც დასასრული არ უჩანდა და რომლის მიღმა შუქი იყო. მან მითხრა: იარე… იმ ხილვის შემდეგ ვგრძნობ, რომ უკეთესად ვარ. ჩემი ცხოვრება შეიცვალა და როგორც ხელოვანი უფრო ჩამოვყალიბდი. ემოციური მხარე გვერდზე გადაიწია…

© FB / Tiko Jgentiთიკო ჟღენტის ნახატი
თიკო ჟღენტის ნახატი - Sputnik საქართველო
თიკო ჟღენტის ნახატი

- თუმცა თქვენს ნამუშევრებში რელიგიური თემატიკა არ არის, უფრო მიწიერი თემებია…

— მართალი ხართ, რელიგიური თემები არც იმ ხილვის მერე გაჩნდა, უფრო მიწას დავუბრუნდი და მართლაც მიწიერი თემები მომრავლდა. მეც რეალისტი და ოპტიმისტი გავხდი, აღარ ვარ ხელჩაქნეული. ვიცი, რომ უნდა ცხოვრებას უნდა მივაწვე და ვაწვები კიდეც.

© FB / Tiko Jgentiთიკო ჟღენტის "ფერიები"
თიკო ჟღენტის ფერიები - Sputnik საქართველო
თიკო ჟღენტის "ფერიები"

- ოპტიმიზმი გურულებისგან გექნებათ გენეტიკურად…

— ასეა…გურულებს კარგად ვიცნობ და მართლა გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან. როგორც “კრიმანჭულის“ შემოძახილი აცოცხლებს ადამიანებს, ცხოვრებაშიც ასეთივე შემოძახება იციან. მამა იყო ასეთი, ის უკვე 5 წელია, აღარაა და ძალიან დამაკლდა. ხელოვნება უყვარდა: ცეკვავდა და მღეროდა. არაფრით გაპატიებდა, თუკი ხელჩაქნეულს გნახავდა. სულ იმეორებდა: ხელჩაქნეული ადამიანი მკვდარიაო, მეც ასე ვფიქრობ-ბოლომდე უნდა იცოცხლო, სიცოცხლე ამად ღირს!…

 

ყველა ახალი ამბავი
0