პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გაათავისუფლეს

© AFP 2024 / VASILY MAXIMOVკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტერ ზაიზენბახერი ორ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურება ბრალდება, კიევის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).

ავსტრიის მხარემ უკრაინის ხელისუფლებას ბრალდებულის გადაცემის მოთხოვნა უკვე წარუდგინა.

გათავისუფლების მიუხედავად, ზაიზენბახერის ექსტრადირების საკითხის განხილვა გაგრძელდება. მისი ექსტრადირება სექტემბერში იგეგმება.

ზაიზენბახერი პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ორ ოლიმპიადაზე ზედიზედ მოიგო ოქრო — 1984 ფა 1988 წლებში. კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელად მუშაობდა ავსტრიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.

კიევი - Sputnik საქართველო
საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კიევში დააკავეს

ავსტრიაში მას ბრალად ედება ორი არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობა, რომელთა მწვრთნელი ვენაში ის 2000-იანი წლების დასაწყისში იყო.

ვენის სახელმწიფო პროკურატურის ცნობით, სავარაუდო დანაშაული 1997-2004 წლებშია ჩადენილი. მაშინ გოგონები 14 წლისაც არ იყვნენ. თუ 56 წლის ზაიზენბახერის ბრალი დადასტურდა, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ზაიზენბახერს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ერთ-ერთი გოგონა გააუპატიურა მაშინ, როდესაც ის 11 წლისაც არ იყო, შემდეგ კი მის მიმართ არაერთხელ ჩაიდინა გარყვნილი ქმედებები. გარდა ამისა, 2014 წელს მან თითქოსდა გააუპატიურა 13 წლის გოგონა, ასევე ბრალად ედებოდა სექსუალური ძალადობის მცდელობა 16 წლის მოსწავლის მიმართ 2001 წელს ხორვატიაში საწვრთნელ ბანაკში.

ზაიზენბახერი საქართველოს ძიუდოს ნაკრებს 2010-2012 წლებში ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ლაშა სავდათუაშვილის სახით ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0