თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურება ბრალდება, კიევში დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ზაიზენბახერი პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ორ ოლიმპიადაზე ზედიზედ მოიგო ოქრო — 1984 ფა 1988 წლებში. კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელად მუშაობდა ავსტრიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.
ავსტრიაში მას ბრალად ედება ორი არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობა, რომელთა მწვრთნელი ვენაში ის 2000-იანი წლების დასაწყისში იყო.
ავსტრიის მხარემ უკრაინის ხელისუფლებას ბრალდებულის გადაცემის მოთხოვნა უკვე წარუდგინა.
ვენის სახელმწიფო პროკურატურის ცნობით, სავარაუდო დანაშაული 1997-2004 წლებშია ჩადენილი. მაშინ გოგონები 14 წლისაც არ იყვნენ. თუ 56 წლის ზაიზენბახერის ბრალი დადასტურდა, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზაიზენბახერს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ერთ-ერთი გოგონა გააუპატიურა მაშინ, როდესაც ის 11 წლისაც არ იყო, შემდეგ კი მის მიმართ არაერთხელ ჩაიდინა გარყვნილი ქმედებები. გარდა ამისა, 2014 წელს მან თითქოსდა გააუპატიურა 13 წლის გოგონა, ასევე ბრალად ედებოდა სექსუალური ძალადობის მცდელობა 16 წლის მოსწავლის მიმართ 2001 წელს ხორვატიაში საწვრთნელ ბანაკში.
ზაიზენბახერი საქართველოს ძიუდოს ნაკრებს 2010-2012 წლებში ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ლაშა სავდათუაშვილის სახით ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.