თბილისში 10 წლის ბიჭი ბიძამ გააუპატიურა

გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცს ბრალად დისშვილის გაუპატიურება ედება.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა გლდანის რაიონში მოხდა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ დისშვილთან, 10 წლის ბიჭთან სექსუალური კავშირი დაამყარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ, თუმცა უწყებაში კომენტარს ამ დრომდე აკეთებენ.

ყველა ახალი ამბავი
0