თურქ პილოტებს აჭარაში ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს

© FB / Zurab Pataradzeზურაბ პატარაძემ თურქ პილოტებს მადლობა გადაუხადა
ზურაბ პატარაძემ თურქ პილოტებს მადლობა გადაუხადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟმა, რომელიც აჭარის მთებში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა, საქართველო დატოვა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობისთვის თურქული ვერტმფრენის პილოტებს მადლობა გადაუხადა.

შავნაბადას მთაზე ხანძარი ორშაბათს გაჩნდა. თურქეთის ვერტმფრენი სამშაბათს ჩაერთო და ოთხი დღის განმავლობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობდა. სამუშაოებში ასევე საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სამინისტროს 700 თანამშრომელი მონაწილეობდა.

ვერტმფრენი აჭარაში ხანძარს ებრძვის - Sputnik საქართველო
მაღალმთიან აჭარაში ხანძართან ბრძოლა დასასრულს უახლოვდება

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება მეხანძრე-მაშველების, მეტყევეების, სპეციალური დანიშნულების ძალების, პილოტების თუ თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ შავნაბადას მთაზე ხანძრის ლიკვიდაციის ურთულეს სამუშაოებში. დღეს საქართველო დატოვა თურქული ვერტმფრენის ეკიპაჟმა, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ დახმარებისა და თანადგომისთვის", — აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბოლო კვირის განმავლობაში ხანძრები საქართველოს სხვა მხარეებშიც გაჩნდა, მათ შორის სოფელ ართანასთან კოხტას მთაზე. ცეცხლს ჰაერიდანაც ებრძოდნენ — საქართველოს და ირანის ვერტმფრენების გამოყენებით. გარკვეულ მომენტში ხანძრის ლოკალიზება მოხდა, თუმცა ამოვარდნილი ქარის შედეგად კერები ისევ გაიზარდა. ამჟამად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ხანძრის ლიკვიდაცია მალე მოხდება.

მიმდინარე კვირაში ცეცხლს სოფელ ხახაბოს ტყეშიც ებრძოდნენ, იქ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0