მაღალმთიან აჭარაში ხანძართან ბრძოლა დასასრულს უახლოვდება

© photo by press-service of Adjara Govermentვერტმფრენი აჭარაში ხანძარს ებრძვის
ვერტმფრენი აჭარაში ხანძარს ებრძვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, შავნაბადას მთაზე ოთხი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ხულოს რაიონში, შავნაბადას მთაზე ცეცხლის ბოლომდე ლიკვიდირებას მეხანძრეები დღის ბოლომდე გეგმავენ, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურში.

შავნაბადას მთაზე ცეცხლი ორშაბათს გაჩნდა. ხანძარს ებრძვის შსს-ს 500-მდე თანამშრომელი, მძიმე ტექნიკა და ორი ვერტმფრენი. ბოლო მონაცემებით, დაიწვა დაახლოებით 4 ჰექტარი ტყე.

ხანძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხანძრებმა 10 წლის განმავლობაში 3,8 ათასი ჰექტარი გაანადგურა

სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ხელმძღვანელობით ხულოში მუშაობა დილით ადრე განაახლა. ამჟამად ცეცხლის ყველა კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღეში მეხანძრეები მთლიანად დაამუშავებენ ხანძრის ტერიტორიას.

2017 წლის ზაფხულში საქართველო ტყის ხანძრების სერიამ მოიცვა. აქედან განსაკუთრებით მასშტაბური იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს ეხმარებოდნენ თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი.

ყველა ახალი ამბავი
0