ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები გერმანიაში გადაიყვანეს

© Sputnik / Denis Aslanovქართველი სამხედრო მოსამსახურეები
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს, რომელიც ავღანეთში მომხდარი ტერაქტის დროს ყველაზე მეტად დაშავდა, განმეორებითი ოპერაცია შეიძლება ჩაუტარდეს

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი, პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე და უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომლებიც ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზაზე თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად დაიჭრნენ, გასულ ღამეს მკურნალობის გასაგრძელებლად გერმანიაში გადაიყვანეს.

ტერორისტული აქტი ავღანეთში ოთხშაბათს მოხდა. ყველაზე მეტად დაშავდა ბუაძე, რომელსაც უკვე რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ქართველი სამხედროების როტაცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები გერმანიაში იმკურნალებენ

„ისინი გადაიყვანეს. სამივე დაჭრილი გერმანიაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. სავარაუდოდ, მძიმედ დაჭრილს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება, თუმცა ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის", — ციტირებს Новости-Грузия თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო თოლორდავას.

მედიის მონაცემებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ამერიკულ ჰოსპიტალში იმკურნალებენ.

ნატოს სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 000 სამხედრო განთავსდა. ქართული მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0