თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლეობამ ხეების ჭრის ფაქტი გააპროტესტა

© FB / Dato Shalikashviliთამარაშვილზე მოჭრილი ხე
თამარაშვილზე მოჭრილი ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დრომდე უცნობია, მოიჭრა თუ არა ხე მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვის საფუძველზე.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის N13-ში გუშინ, გვიან ღამით ხმაური იყო. მოსახლეობა ვერხვის მოჭრას აპროტესტებდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" (Rustavi2).

თამარაშვილის ქუჩაზე „პარტიზანი მებაღეები" და თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შტაბის წარმომადგნელებიც მივიდნენ. მათი ვარაუდით, ხეებს თამარაშვილზე მერიის ნებართვის გარეშე ჭრიდნენ, რადგან მოსახლეობის მისვლისთანავე ხის მჭრელებმა ადგილი დატოვეს. აღნიშნული ტერიტორია კომპანია „დომუსს" ეკუთვნის, რომლის წარმომადგენელიც ადგილზე არ მისულა.

© FB / Dato Shalikashviliშემთხვევის ადგილზე საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
Сотрудники городских служб на улице Тамарашвили у срезанных деревьев - Sputnik საქართველო
შემთხვევის ადგილზე საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

ტერიტორია მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმაც დაათვალიერა. მათი თქმით, რამდენიმე ხე განზრახ არის დაზიანებული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

ამ დრომდე უცნობია, მოიჭრა თუ არა ხე მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვის საფუძველზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარაშვილის ქუჩაზე ხის მოჭრის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწო. საქმე ხე-ტყისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის მუხლით არის აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0