სპეციალისტებმა აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვასაშიში ღრუბლები გაფანტეს

© FB / STC Deltaსეტყვასაშიში სისტემა
სეტყვასაშიში სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში სეტყვასაშიში სისტემის წყალობით ნალექის სრული მასა ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" თანამშრომლებმა კახეთის რეგიონის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაშალეს, სადაც ამ დღებში ძლიერი წვიმა იყო, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი - Sputnik საქართველო
კახეთში სეტყვის ღრუბელი დაშალეს

სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში 1,8 ათასი კვადრატული კილომეტრი საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბელი 7 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა.

სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ს მიაღწია, ხოლო მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო, ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

19:15-დან 20:30 საათამდე პერიოდში ღრუბლის მასები 41 ერთეული რაკეტით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის სრული მასა ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაში. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.

ყველა ახალი ამბავი
0