თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონში 587 კვადრატული მეტრი საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაშალეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ღრუბლების დასამუშავებლად "დელტამ" 20 რაკეტა გაისროლა. უწყების მონაცემებით, ღრუბლის მასებმა ჩამოყალიბება დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 %-ს მიაღწია, მარცვლების მოსალოდნელი ზომა 35 მმ იყო.
დამუშავების შედეგად ნალექის სრული მასა ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და მისი განეიტრალება საწყის სტადიაში. კახეთის ყველა რაიონში მოწყობილია საცეცხლე წერტილები, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული დანადგარის სხვა რეგიონებში განთავსების საკითხიც.