მოსკოვს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს: უამინდობის პირველი კადრები

© photo: Sputnik / Dmitry Parshyn / გადასვლა მედიაბანკშისეტყვა მოსკოვში
სეტყვა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში კოკისპირული წვიმა დაიწყო, ამინდის გაუარესების გამო კომუნალური და საგანგებო სამსახურების თანამშრომლები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმში გადაიყვანეს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი დაიწყო, ზოგან — სეტყვა.

"ინტენსიური წვიმები მეგაპოლისს დაახლოებით 15:00 საათზე დაატყდება თავს. შეუჩერებლად იწვიმებს პრაქტიკულად გვიან საღამომდე — საერთო ჯამში, მოსალოდნელია 30-40 მმ-მდე ნალექი (ერთ კვადრატულ მეტრზე თითქმის ნახევარი კასრი წყალი), ეს კი ნალექის თვის ნორმის ნახევარია", — ნათქვამია ამინდის ცენტრ "ფობოსის" განცხადებაში.

 

იქროლებს 20 და მეტი მ/წმ სიმძლავრის ქარი, იქნება ჭექა-ქუხილი და ელვა, არ არის გამორიცხული სეტყვა. შესაძლებელია ხეების, სარეკლამო კონსტრუქციების, სახურავების ელემენტების ვარდნა და ხარვეზები ენერგომომარაგებაში.

Публикация от ВАЛЕРИЯ🇷🇺 (@valeriya.087) Июн 30 2017 в 3:10 PDT

 

"სავარაუდო ნალექის უნიკალობა ისაა, რომ ასეთი ინტენსიურობის კოკისპირული წვიმები (30 მმ-ზე მეტი) მოსკოვში ივნისის პერიოდში 5 წელიწადში ერთხელ მოდის, ხოლო ნალექის რაოდენობამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა 1,5-ჯერ გადააჭარბოს წვიმის საშუალო მაქსიმალურ სადღეღამისო რაოდენობას და ნახევარსაუკუნოვან რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდეს", — ხაზგასმით აღნიშნეს "ფობოსში".

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს

პარასკევს ძლიერი წვიმის გამო საქალაქო ტრანსპორტი მოსკოვში გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, რეისებში გასვლის წინ მიწისზედა ტრანსპორტი საჭირო ტექმომსახურებას გადის, მეტროში და მოსკოვის რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის მონიტორინგი ტარდება.

#гром #гроза #лето #июнь #дождь #град #2017 #москва

Публикация от Настасья (@kai_4a) Июн 30 2017 в 3:34 PDT

 

ხელისუფლება ურჩევს მძღოლებს საკუთარი ავტომობილებით მგზავრობისგან თავი შეიკავონ და საქალაქო ტრანსპორტით ისარგებლონ. პირადი ტრანსპორტის გამოყენებისას მძღოლებს მოუწოდებენ ზედმიწევნით დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები და ყურადღებით მოეკიდონ პარკირების ადგილის არჩევას.


 

ყველა ახალი ამბავი
0