საცხოვრებელ ფართს კიდევ 422 დევნილი ოჯახი მიიღებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გაგრძელდება.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საცხოვრებელ ფართს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იძულებით გადაადგილებულ კიდევ 422 ოჯახს გადასცემენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საცხოვრებელ ფართს დევნილებს გამოუყოფენ თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში.

ამგვარად, 2012 წლიდან მოყოლებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 15,5 ათასზე მეტი ოჯახი. "რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
თაღლითობა 95,5 ათასი დოლარის ფარგლებში: იძულებით გადაადგილებული პირები მოატყუეს

იმისთვის, რომ დაიკანონონ საცხოვრებელი ფართი ან ახალი ბინა მიიღონ, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

საქართველოში ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დაახლოებით 267 000 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი სახეობა არსებობს — სახელმწიფო მათთვის ბინებს ყიდულობს; აშენებს მრავალბინიან სახლებს; თუ დევნილებს დაკავებული აქვთ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ფართი, მას უკანონებს; თუ კერძო საკუთრებაში არსებულ ფართს იკავებენ, სახელმწიფო მათთვის ამ ფართს ყიდულობს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0