ქუთაისსა და ვროცლავს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© AP Photo / Zsolt CzeglediWizz Air-ის თვითმფრინავი
Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Wizz Air-ის თვითმფრინავები ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით კვირაში ორჯერ განახორციელებენ ფრენებს.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. უნგრეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს საპარლამენტო ქალაქსა და პოლონეთის სიდიდით მეოთხე ქალაქს შორის რეგულარულ ავიარეისებს 2018 წლიდან დაიწყებს.

საერთაშორისო აეროპორტი ჟუკოვსკი - Sputnik საქართველო
"ურალის ავიახაზები" იწყებს რეისებს "ჟუკოვსკიდან" თბილისის მიმართულებით

მომავალი წლის 31 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ვროცლავის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები კვირაში ორჯერ — სამშაბათს და შაბათს განხორციელდება, ნათქვამია აეროპორტის Facebook-გვერდზე.

ბილეთების შეძენა Wizz Air-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

დღეს ავიაკომპანია მომხმარებელს მსოფლიოს რვა ქვეყანაში 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას სთავაზობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0